Friday, June 17, 2011

1. პროექტის სახელწოდება: ექვთიმე თაყაიშვილი.

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა  და შემოქმედებას.

3. პროექტის აქტუალობა: პროექტი დიფერენცირებული სწავლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია: ამძაფრებს დამოუკიდებლობის, ზრდასრულობის განცდას, ავითარებს, როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფორმაციას, ნასწავლ მასალას უაღრესად სახალისო და ინტელექტუალურად დატვირთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევს.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას საქართველოში, მის ღვაწლს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. კვლევებს საქართველოს წარსულის შესახებ. თაყაიშვილის აღმოჩენილ ,,ვეფხისტყაოსნის'' ძველ ხელნაწერებს. მოსწავლეები გაიგებენ ექვთიმე, გიმნაზიაში ლათინურის გარდა ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლიდა. საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს. აწყობდა ექსპედიციებს საქართველოს სამხრეთ ნაწილში. ბავშვები გაეცნობიან ემიგრაციის დროს მის მოღვაწეობას პარიზში და ცხოვრების ბოლო წლებს საქართველოში, რომელსაც მადლიერმა ქართველმა ერმა მას XX საუკუნეში ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი'' უწოდა.

5. მონაწილეთა ასაკი: 12–14 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე;

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ჩანახატები, ბლოგების გაკეთება, პრეზენტაცია. ცოდნისა და უნარების შეძენა და მათი განმტკიცება, რომლის შედეგიც ბლოგების, გამოფენებისა და პრეზენტაციების დროს კარგად წარმოჩინდება.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბავშვების ჯგუფი, დამხმარე ლიტერატურა, ბიბლიოთეკა, ენციკლოპედიები, ფოტოაპარატი, ინტერნეტი, კომპიუტერი და სხვა.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპს არჩეული საკითხის შესაბამისად. ამიტომ ნაყოფიერი და წარმატებულია ჯგუფური მუშაობა.  მოსწავლეებთან ერთად ავარჩევთ თემას. თემის არჩევის შემდეგ კლასს გავყოფთ სამ  ჯგუფად. ჯგუფებში გავანაწილებთ დავალებას.  I ჯგუფს დაევალება მათთვის უცნობი ინფორმაციის მოძიება ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებიდან. მასალებს მოიძიებენ ბიბლიოთეკებში, ენციკლოპედიებსა და ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებათა კრებულებში. II ჯგუფს დაევალება  ფოტო– ვიდეო მასალების შეგროვება და მუშაობა ინტერნეტში. III ჯგუფი მუდმივად დააკვირდება, როგორ მიმდინარეობს პროექტის განხორციელების პროცესი, რამდენად არის დაცული დაგეგმილი სამუშაობების გრაფიკი.  შემდეგ მოვაწყობთ ექსკურსიას ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში. დავათვალიერებთ სახლ–მუზეუმს. გამოვიყენებთ ვიდეოკამერას. მასალების შეგროვების შემდეგ, სკოლაში გავაკეთებთ პრეზენტაციას და მოვაწყობთ გამოფენას. მოპოვებულ მასალებს განვათავსებთ ბლოგზე.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებელ ცოდნას ქართულ ენაში, ისტორიასა და არქეოლოგიაში, გაეცნობიან ქართველ ემინგრანტებს ისტ–ის გამოყენებით.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარეხი რაზმიაშვილი.

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marexirazmiashvili@gmail.com

13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: marexirazmiashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment