Saturday, October 15, 2016

დღე მეცხრე

  ქალბატონო ნათია, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ,,ინტელ" ტრენინგ დღეები თქვენთან ერთად გავატარე. სადაც შევხვდი ჩემს აღმზრდელ მასწავლებლებს და გავიცანი სხვადასხვა  სკოლის საყვარელი პედაგოგები. თქვენთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, ნაყოფიერი და მრავლისმომცემი იყო. იმედი მაქვს კიდევ გავივლი თქვენთან საინტერესო  ტრენინგ გაკვეთილებს.

Sunday, October 2, 2016

დღე მერვე

  დღევანდელი დღე იყო მართლაც დატვირთული, საინტერესო და მრავალფეროვანი. მიუხედავად ამისა,  ბევრი ვიცინეთ. მადლობა ამისთვის ქალბატონ  ნათიას და თითოეულ პედაგოგს. შევქმენით ფასილიტაციის მხარდამჭერი დოკუმენტი. დავასრულეთ პროექტის გეგმა. ჩვენი პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

ცირკი-პროექტის პორტფოლიო, მე-3 კლასი

Saturday, October 1, 2016

დღე მეშვიდე

  დღეს ვიმუშავეთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკაზე. დავამთავრეთ პროექტის გეგმა. გავაკეთეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის ბროშურა.

Sunday, September 25, 2016

დღე მეექვსე

  ისევ და ისევ საინტერესო დღე იყო. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო შეფასების რუბრიკა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, სადაც აღვწერეთ თითოეული მიზანი. ვისწავლეთ ჩანართების დამატება ბლოგზე.

Saturday, September 24, 2016

დღე მეხუთე

  ძალიან საინტერესო და მრავალფეროვნებით გამორჩეული დღე იყო. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოსა და საავტორო უფლებების დაცვაზე. გავაკეთეთ სლაიდები თემასთან დაკავშირებით და ვისწავლეთ ვიდეოს გადატანა ბლოგზე.